საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4 9-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში
2017 წელი
ა ) სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 8 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 42 განცხადება.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, მსგავსი მოთხოვნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბ ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული 42 განცხადებიდან:
√ განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა სრულად - 36 შემთხვევაში;
√ ერთ განცხადებაზე პასუხი გაცემულ იქნა ნაწილობრივ, რაც ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებას: ინფორმაციას მოთხოვნილი სახით არ ამუშავებდა და არ ინახავდა საჯარო დაწესებულება;
√ 5 განცხადება დამუშავების პროცესშია;
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული განცხადებებიდან:
√ 35 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - ირაკლი გელოვანმა;
√ 1 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო სააგენტოს უფროსმა - ზაზა გრიგოლიამ.
√ 1 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღო სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო აბულაშვილმა.
გ ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები და ცალკეული სტრუქტურული ერთეულები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის , „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“საქართველოს კანონისა და სააგენტოს დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება .
დ ) სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“მე -3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტი.