ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირება მიმდინარეობდა საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 15 წერილობითი განცხადება 20 ერთეულით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ან მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა და აქედან გამომდინარე მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა, საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციების მოთხოვნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“, ,,ე“,  ,,ვ“და ,,ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საკრებულო მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.