სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან
მიღების თარიღი 15.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-69/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016478
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2021
დოკუმენტის ტექსტი
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება
№01-69/ნ/№451
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით:
1.
ჰემოდიალიზის ფარგლებში:
ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები);
ბ) ჰემოდიალიზატორი;
გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით - ფხვნილი, კარტრიჯი, ,,ბიბეგი“);
დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი;
ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი.
2.
პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:
ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი;
ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი);
გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი;
დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის);
ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი;
ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები);
ზ) კასეტა (აპდ სისტემა).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკოსაქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე