სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
განათლების საერთაშორისო ცენტრის
წლიური ანგარიში
2017 წელი
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 33 (ოცდაცამეტი) განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - iec.gov.ge, მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 17 თებერვლის N4-16 ბრძანების შესაბამისად.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ელექტრონული ფორმით დაფიქსირებულია საჯარო ინფორმაციის 11 (თერთმეტი) მოთხოვნა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2017 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი არ წარმოადგენს კოლეგიურ დაწესებულებას.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2017 წლის 10 დეკემბრამდე სულ შემოსული 33 (ოცდაცამეტი) განცხადებიდან 18 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო ფიზიკური პირი, 15 შემთხვევაში − იურიდიული პირი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში შემოსული განცხადებებიდან ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ნინო ყურაშვილი.
გ) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სამსახურები მათთვის დებულებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას ახორციელებდნენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები დაცულია ელექტრონული სახით, აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2017 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა განხორციელდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
ე) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილებას და „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცენტის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 17 თებერვლის N4-16 ბრძანების მოთხოვნებს. ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა საანგარიშო პერიოდში არ არის დაფიქსირებული.
ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ არის დაფიქსირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი.
ზ) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.