ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დანართი №1

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ თავის დებულებების შესრულების თაობაზე

 

 

2017  წლის   განმავლობაში   ჭიათურის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოში  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 24 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2017 წელს   ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო    ინფორმაციის    მოთხოვნის    დაკმაყოფილების    შესახებ   გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – საკრებულოს აპარატის უფროსს.

2017 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2017 წლის მანძილზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და  დამუშავების ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 

 

საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირი საკრებულოს აპარატის უფროსი

ქეთევან ხვედელიძე