ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41701491048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიშს: 

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 1 დეკემბრის №104 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უმცროსი სპეციალისტი ( საქმისმწარმოებელი) გულნაზი ბებიაშვილი.

ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში სულ 277(ორას სამოცდაჩვიდმეტი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 277 (ორას სამოცდაჩვიდმეტი)  მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ)საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარა;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წინააღმდეგ-სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და  გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები რესურსცენტრს არ ჰქონია.

ამასთან, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

277

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 ზესტაფონის საგანმანათლებლო

  რესურსცენტრის უფროსი                                                                                  თორნიკე კახნიაშვილი