სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიში

(2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშს:

საანგარიშო პერიოდში სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შემოვიდა და დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

 მოთხოვნა არ შემოსულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ.

 ცენტრში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ცენტრს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ცენტრის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სააგენტოს არ ჰქონია.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზ ე პასუხისმგებელი პირის - გურანდა ლორიას მიერ.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას ცენტრი ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავ­ტო­­­ნომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულებას  და სხვა მოქმედ კანონმდებლობას.

ამასთან სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე) წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

1

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი იფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0