საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების აუდიტორად ტენდერში გამარჯვებული საერთაშორისო აუდიტური ფირმა „ქეი-ფი-ემ-ჯი“.
2. დაევალოს სატენდერო კომისიას შეარჩიოს და საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორულ შემოწმებაში ჩართოს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ ლიღენზირებული 3 კვალიფიციური ადგილობრივი აუდიტორი.
3. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 166 ათასი აშშ დოლარით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების აუდიტის ხარჯები დაეკისროს ეროვნულ ბანკს.
5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონორებთან აუდიტორული ხარჯების დაფინანსების წყაროს გამოსაძებნად.
6. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით გააფორმოს ხელშეკრულება აუდიტორებთან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 12 ნოემბერი.
№1074– I ს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/38944/