საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ანგარიშ ი
ზოგადი ინფორმაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, სამინისტროს ადმინისტრაციაში, 2016 წლის მიწურულს, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - საჯარო ინფორმაციის სამმართველო (შემდგომში - სამმართველო). სამმართველოს შემადგენლობაშია საჯარო ინფორმაციის განყოფილება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება.
სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება სამინისტროში, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა. ასევე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და სხვა.
საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისი, ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებისა და სამინისტროს მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის განმავლობაში, განახლდა მოქმედი, საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტები.
კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №27 ბრძანებით განახლდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტი.
დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მოპოვების გაადვილების მიზნით, შეიქმნა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ერთიანი სისტემა - საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდი - public.mod.gov.ge. პორტალზე, კატეგორიების მიხედვით, განთავსებულია შესაბამისი ინფორმაცია, ასევე უზრუნველყოფილია ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობა. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ხორციელდება მუდმივ რეჟიმში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოიცა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №335 ბრძანება. ბრძანების შესაბამისად, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისა და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, სამმართველო კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში ს აჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აქტიურად ხორციელდება მუშაობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისათვის. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს არსებული სისუსტეების, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისად, რელევანტური სტანდარტის დანერგვა.
2017 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენდა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3, 28-ე, 29-ე, 44-ე, 83-ე, 99-ე და 102-ე მუხლები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ასევე, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არარსებობა სამინისტროს სისტემაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამმართველო, ბრძანებით განსაზღვრულ ზოგიერთ შემთხვევაში კი:
ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით 2017 წლის სტატისტიკური მონაცემი
|
| ||||||||||||||
| 1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა შესახებ |
| ||||||||||||||
| მოთხოვნათა საერთო რაოდენობა | დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა | ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა | განხილვის ეტაპზე არსებულ მოთხოვნათა რაოდენობა | განუხილველად დატოვებულ მოთხოვნათა რაოდენობა |
ზაკ-ის მე-80 მუხლის საფუძველზე გადაგზავნილ მოთხოვნათა რაოდენობა |
| |||||||||
| 4300 | 3167 | 54 | 117 | 17 | 23 |
| |||||||||
| 2. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ |
| ||||||||||||||
| მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა საერთო რაოდენობა | საჯარო ინფორმაციის გაცემის, დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები | მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა |
| ||||||||||||
| 922 | ____ | ____ |
| ||||||||||||
| 3. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევათა რაოდენობა |
| ||||||||||||||
| ადმინისტრაციული საჩივრების საერთო რაოდენობა | სასარჩელო განცხადებების საერთო რაოდენობა |
| |||||||||||||
| 0 | 0 |
| |||||||||||||
| დაკმაყოფილდა | არ დაკმაყოფილდა | ნაწილობრივ დაკმაყოფილდა | დაკმაყოფილდა | არ დაკმაყოფილდა | ნაწილობრივ დაკმაყოფილდა |
| |||||||||
| ____ | ____ | ____ | ____ | ____ | ____ |
| |||||||||
| 4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა |
| ||||||||||||||
| 59 |
| ||||||||||||||
| დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა | დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებათა რაოდენობა | განხილვის ეტაპზე არსებულ მოთხოვნათა რაოდენობა |
| ||||||||||||
| 53 | 3 | 3 |
| ||||||||||||
| 5. საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის Ш თავის მოთხოვნათა დარღვევისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელების საერთო რაოდენობა
|
| ||||||||||||||
| 0 |
| ||||||||||||||
| დაკისრებული დისციპლინური სახდელების სახე | რაოდენობა |
| |||||||||||||
| ____ | ____ |
| |||||||||||||
|
6. პერსონალური მონაცემის გადაცემის შესახებ მოთხოვნათა საერთო რაოდენობა
|
| ||||||||||||||
| 3872 |
| ||||||||||||||
| სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა | მესამე პირის მიერ პერსონალური მონაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა
|
| |||||||||||||
| 2615 | 1257 |
| |||||||||||||
| დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა | დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებათა რაოდენობა | ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა
|
| ||||||||||||
| 711
| 485 | 19 |
| ||||||||||||
