ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის შესახებ
საანგარიშო პერიოდში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის ანგარიშს:
ა) მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 2 (ორი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 2 (ორი), ხოლო უარყოფითი პასუხით 0 მოთხოვნა; გ) მინისტრის აპარატს არ გააჩნია მონაცემთა ბაზა;
დ) მინისტრის აპარატის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) მინისტრის აპარატს არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; ვ) მინისტრის აპარატმა საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
მინისტრი დავით გვაძაბია