სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში „მართვის სისტემა“) 2017 წლის ანგარიშს:

მართვის სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის უფროსი - ნინო თოდუა, ხოლო მისი სამსახურში არყოფნის დროს - ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი - სალომე ჯაფარიძე.

ორივე მათგანმა წარმოდგენილ ყველა განაცხადზე განახორციელა შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და განსაზღვრულ ვადაში.

მართვის სისტემამ 2017 წლის განმავლობაში გასცა 195 (ასოთხმოცდათხუთმეტი) საჯარო ინფორმაცია. ასევე, მართვის სისტემამ გასცა 60 (სამოცი) პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია, აქედან, სრულად დაკმაყოფილდა 49 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 (ხუთი) განცხადება, ხოლო 6 (ექვსი) განცხადება პერსონალური მონაცემის გაცემის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მართვის სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მართვის სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა.

მართვის სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მართვის სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხვნების შეუსრულებლობის გამო, არც ერთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2017 წელს მართვის სისტემის მიერ გაცემულმა საჯარო ინფორმაციამ არ გადააჭარბა „სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 201 7 წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მართვის სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 იანვრის N1.1/33 ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალურ ოდენობას, კერძოდ - A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი და ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი ასლი - 1000 (ერთი ათასი) ფურცელი.