სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციის საჯაროობის 2017 წლის ანგარიშს.

საანგარიშო წლის განმავლობაში:

1. ბიუროს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარედგინა 51 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ბიუროსთვის მომართვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბიუროს არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 51 შემთხვევაში. გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია ბიუროს უფროსის - ეკატერინე ქარდავას მიერ. ბიურო არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, შესაბამისად სხდომის დახურვის პირობებში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

3. ბიურო პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გაცემისას ხელმძღვანელობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მის მიერ მუშავდება, მასთან დაცულია, ინახება და მესამე პირებზე გაიცემა პერსონალური მონაცემები „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

4. ბიუროს მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

5. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2017.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში“?
„სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — საჯარო სამსახურის ბიურო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის ანგარიში“, №0, 08.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3895262/