საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის 2017 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პრაქტიკულად გამოყენების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა. აღნიშნული სერვისის საშუალებით აპარატში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 8 მოთხოვნა.
ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 8 განცხადება, რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანისა და ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევას აღნიშნული არ არის დაფიქსირებული.
ბ)საანგარიშო პერიოდში აპარატში განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო ინფორმაცია გაიცა 8 შემთხვევაში, თითოეული განცხადება დაკმაყოფილდა სრულად. აპარატში არც ერთ განმცხადებლის მოთხოვნას ინფორმაციის გაცემის თაობაზე არ ეთქვა უარი.
გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე.
დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის„მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი.
ე)საანგარიშო პერიოდში აპარატში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევა არ ფიქსირდება.
ვ) საანგარიშო პერიოდში აპარატში არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციული საჩივარი.
ზ) აპარატში საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა აპარატისთვის მხარის სასარგებლოდ თანხის დაკისრებას.
დათუნა რაქვიაშვილი