„საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 14.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1098
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.1997 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
„საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილების (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება,1997 წ., №41) ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე საქართველოს მოქალაქე (ან საქართველოში მცხოვრები მისი ოჯახის წევრი) შესაბამისი რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატს გაწვევის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ წარუდგენს:
ა) საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრების ან საზღვარგარეთ სამუშაოდ ყოფნის დამადასტურებელ ცნობას;
ბ) საბანკო დაწესებულების დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით გათვალისწინებული 2 500 ლარის (გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისი ეკვივალენტის უცხოური ვალუტის) შეტანა საქართველოს სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე;
გ) საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე საქართველოს მოქალაქე (27 წლის ასაკამდე) ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი რაიონის სამხედრო კომისარიატისათვის წარდგენის შემდგომ ვალდებულია გაიაროს ერთთვიანი სამხედრო შეკრება;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად განსაზღვრავს საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე საქართველოს წვევამდელი ასაკის მოქალაქეთათვის სამხედრო შეკრების გავლის დროს, როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში;
ე) ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესრულების შემდგომ, საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე საქართველოს მოქალაქე ჩაირიცხება საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში და მასზე გაიცემა სამხედრო ბილეთი.
2. საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გაიხსნას სპეციალური ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილების პირველი პუნქტით და ამ დადგენილების პირველი პუნქტის "ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხები.
3. საქართველოს სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდეს თავდაცვითი პროგრამების განხორციელებას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთი კვირის ვადაში აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ხაზინის სპეციალური ანგარიშის ნომერი და უცხო ქვეყნებიდან თანხების გადმორიცხვის წესი.
5. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ხაზინის სპეციალური ანგარიშის ნომერი და მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სამხედრო შეკრების ჩატარების თარიღი გამოქვეყნდეს საქართველოს პრესისა და მასობრივი საშუალებებით.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ათი დღის ვადაში განსაზღვროს ამ დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო შეკრების ჩატარების თარიღი და ამის შესახებ ორი კვირის ვადაში აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებისათვის „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილების, ამ დადგენილების, საქართველოს სახელმწიფო ხაზინის სპეციალური ანგარიშის ნომრის, უცხო ქვეყნებიდან თანხების გადმორიცხვის წესისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე საქართველოს წვევამდელი ასაკის მოქალაქეთათვის სამხედრო შეკრების გავლის თარიღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1098–Iს