ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№764გ/კ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2017 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,85“განცხადება, მათ შორის:

მოქალაქის განცხადება  -  31

მედიის განცხადება - 9

არასამთავრობო ორგანიზაცია - 27

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - 10

ა ( ა ) იპ სამშენებლო ინსპექცია -1

აჭარის ა/

რ უმაღლესი საბჭო - 3

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1

საქართველოს პარლამენტის წევრი -1

საფინანსო ორგანიზაცია - 2

შემოსული განცხადებებიდან ,,64“მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ,,13” ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ,,06“ არ დაკმაყოფილდა; „2“ დარჩა განუხილველი (ხარვეზის შეუვსებლობისა და განმცხადებლის მოთხოვნის გამო).

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

მარიანა გახოკიძე - 2016 წლის 1 სექტემბრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით შემოვიდა ერთი საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასარჩელო წესით.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს  ადგილი არ ჰქონია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

კანცელარიისა და მოქალაქეთა

მისაღები განყოფილების უფროსი                                                                     მარიანა გახოკიძე