ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

 

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს– ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში - "რესურსცენტრი") 2017 წლის ანგარიშს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიშს:

 ა) რესურსცენტრში სულ 7 (შვიდი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა.რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 ბ) დაკმაყოფილდა 7 (შვიდი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე იყო, ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე.ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რესურსცენტრის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ნანა პაჩუაშვილი-გელაშვილი.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და არ გამოგვიყენებია არცერთი სახის დისციპლინური სახდელი.

 ე) რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისთვის.

 ვ)საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, არ გასაჩივრებულა.

 ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.