საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე

მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

 

(2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი  განვითარების  მინისტრის  2012 წლის 4 აპრილის №1-1/939 ბრძანებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

 

საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:


- სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის („დეს“) მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემოსულია 294 განცხადება, პასუხი გაცემულია 265 განცხადებაზე,ხოლო 29 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
- საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:


- 2016 წლის 4 მარტიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელპირად განისაზღვრა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის ბრძანება №1-1/126; 04.03.2016წ.).

- მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მიერ.

- უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 

საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების
შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:


- სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა („დეს“), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

- სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:


- სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად დისციპლინური სახდელები არ გამოყენებულა. აგრეთვე მიმდინარე წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ რეკომენდაცია არ დაუყენებია.


იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:


- მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.


საჯარო ინფორმაციის გაცემა/გაუცემლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:


- საანგარიშო პერიოდში გასაჩივრებულია ორი წერილი.


საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:


- ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

რევაზ მაჭარაშვილი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და

ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი