საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
2017 წლის ანგარიში
წარმდგენი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი)
მიმღები: საქართველოს პრემიერ -მინისტრი/ საქართველოს პრეზიდენტი / საქართველოს პარლამენტი
დეპარტამენტში, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 92 წერილი.
აღნიშნული მოთხოვნებიდან დეპარტამენტის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 88 განცხადება, 3 განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციას, ხოლო 1 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2017 წლის განმავლობაში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულ იქნა დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ.
დეპარტამენტი სარგებლობს ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემით (eHRMS), რომელიც მოიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნია დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, მისი კომპეტენციის ფარგლებში. ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
დეპარტამენტში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები და შესაბამისი პასუხები. დეპარტამენტს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა, თუმცა, დეპარტამენტის განახლებულ ვებგვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე ანოტაცია მარტივი ელექტრონული რეესტრის სახით.
დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
დეპარტამენტში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, არ დაფიქსირებულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის ფაქტი.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დეა ქვრივიშვილი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნათია ლომაურიძე.