აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წ2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის
წლიური ანგარიში
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
(2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე)
ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 26 (ოცდაექვსი) განცხადება. მათ შორის მოთხოვნის შესაბამისად 19 (ცხრამეტი) განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, 7 (შვიდი ) შემთხვევაში კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 19 ცხრამეტი) შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია,5 (ხუთი) შემთხვევაში კი მოქალაქე, ხოლო 2 (ორი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო დაწესებულებიდან. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსული 19 (ცხრამეტი) განცხადებიდან 5 (ხუთი) შემთხვევაში განმცხადებელი წარმოადგენდა ბეჭდურ მედიას.
ბ) 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 8 (რვა) განმცხადებელს ეცნობა წერილობით ათდღიანი ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო 18-ზე (თვრამეტი) დაუყოვნებლივ გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
გ) 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
დ) სახელწიფო რწმუნებულს – გუბერტნატორს განკარგულების საფუძველზე დადგენილი აქვს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნანა კაკაჩია.
ე). საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაცია ეყრდნობოდა ,,საქართველოს კონსტიტუციასა“ - და ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
ვ) ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნულ პროგრამაში.
ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
თ) ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოშობილა.
ლევან შონია
სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი