სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:
მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2017 წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 18 განცხადება, აქედან სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნას შეეხებოდა 9 განცხადება, გადაწყვეტილების ასლების მიწოდებას - 4 განცხადება, ხოლო 5 განცხადება მოიცავდა როგორც სტატისტიკური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილების ასლების მოთხოვნას. 17 განცხადების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო ერთ განცხადებას, რომელიც შეეხებოდა გადაწყვეტილებების ასლების მიწოდებას, უარი ეთქვა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანით სამტრედიის რაიონულ სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გიორგი მეიშვილი
სასამართლოს მენეჯერი
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი