ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“49-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდისათვის მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული იქნა 226 წერილობითი მომართვა და განცხადება. სრულყოფილი პასუხი მიეწოდა 205 განმცხადებელს/მომართვის ავტორს, ხოლო 2 განცხადება დამუშავების პროცესშია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისა დ , მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველ პირებს გაეგზავნათ შეტყობინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნით.
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არავის მოუმართავს.
მიმდინარე წელს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეგროვებული, დამუშავებული და შენახული იქნა დაწესებულების 349 თანამშრომლის პერსონალური მონაცემები.
საჯარო მოსამსახურეების მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების დისციპლინური სასჯელის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ.
გ. ჭიღვარია