ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

 

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“49-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდისათვის მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული იქნა 226 წერილობითი მომართვა და განცხადება. სრულყოფილი პასუხი მიეწოდა 205 განმცხადებელს/მომართვის ავტორს, ხოლო 2 განცხადება დამუშავების პროცესშია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისა დ , მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველ პირებს გაეგზავნათ შეტყობინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნით.

საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არავის მოუმართავს.

მიმდინარე წელს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეგროვებული, დამუშავებული და შენახული იქნა დაწესებულების 349 თანამშრომლის პერსონალური მონაცემები.

საჯარო მოსამსახურეების მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების დისციპლინური სასჯელის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ.

 

                                                                                                გ. ჭიღვარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“?
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 11.12.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“, №0, 11.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3903802/