სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2017 წლის წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2017 წლის წლის ანგარიში

 

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2017 წლის წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

ა) სააგენტოში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ შემოვიდა სულ 23 (ოცდასამი) მოთხოვნა

დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა

ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა

მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა

დამუშავების პროცესში

23  მოთხოვნა

0  მოთხოვნა

0  მოთხოვნა

 0 მოთხოვნა

 0  მოთხოვნა

 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის  დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა

23  მოთხოვნა

0  მოთხოვნა

ადმინისტრაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - ირაკლი კორსაველი

0 გადაწყვეტილება

 

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 23 (ოცდასამი) შემთხვევაში, მათგან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა სრულად.

 

გ) ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზების და სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით, ხორციელდება სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის პროცესში ასევე ადგილი აქვს სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეგროვება, დამუშავებასა და შენახვას.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ,  ხორციელდება თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემაში - eHRMS ასახვა.

სააგენტოს მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშევება ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

დ) ინფორმაცია სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.

 

სააგენტოს თანამშრომელთა  მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობა

პასუხისმგებელ პირთა მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა

0

0

საანგარიშო პერიოდში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა,  შესაბამისად დისციპლინური სახდელების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ განუცხადებია უარი.

ვ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის  გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების  გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე წლის განმავლობაში ერთჯერადად გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) გაცემა განხორციელდა კანონით დადგენილი ოდენობების ფარგლებში.

რაც შეეხება კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ხარჯების გაწევას სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

დირექტორი                                                                                   ზვიად როსტომაშვილი