„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016542
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №92

2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27.01.2017, 120010000.22.026.016460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მათი სტრუქტურული ერთეულების, მოსამსახურის/მოსამსახურეების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირების/შემოწმების (მათ შორის, ფინანსური შემოწმების) ჩატარება და შესაბამისი დასკვნების, აგრეთვე სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური ოქმების შედგენა;’’;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გენერალური   ინსპექციის   არასაიდუმლო/საიდუმლო  საქმისწარმოების უზრუნველყოფა,  აღრიცხვიანობა და არქივის წარმოება;“.

2. მე-4-მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა

გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი):

ა) ინსპექტირების მთავარი სამმართველო:

ა.ა) სამოქალაქო  მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო;

ა.ბ) სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო.

ბ) სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:

ბ.ა) სამოქალაქო  მიმართულებით სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო:

ბ.ბ) სამხედრო მიმართულებით  სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო.

გ)  ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

გ.ა) საქმისწარმოების განყოფილება;

გ.ბ) სტატისტიკური აღრიცხვისა და კვლევების განყოფილება.

მუხლი 5. ინსპექტირების მთავარი სამმართველო

ინსპექტირების  მთავარი სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას), ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და იყენებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობებს;

ბ)   ინსპექტირების   შედეგების   საფუძველზე   ადგენს   შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას;

დ) მოიპოვებს ინფორმაციას სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მიმდინარე ინსპექტირების ოპერატიულ უზრუნველყოფასა და ინსპექტირების ობიექტში/ობიექტებში შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ვ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებში ამოწმებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ზ) სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების ღონისძიებებს;

კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.

მუხლი 6. სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო

სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამართალდარღვევის, მათ შორის დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის და პრევენციის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმებას (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას), ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და ამ მიზნით იყენებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობებს;

ბ) სამსახურებრივი შემოწმების   შედეგების   საფუძველზე   ადგენს   შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) სამსახურებრივი შემოწმების  შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას;

დ)  მოიპოვებს     ინფორმაციას     სამინისტროს     სისტემის     სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

ე) ახორციელებს სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას ოპერატიულ უზრუნველყოფასა და შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ვ) ამოწმებს სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ზ) სამინისტროს სისტემის სუბიექტების მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას;

კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.“.

3. მე-7-მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-10  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.  ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო

ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოებას, აწარმოებს არასაიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების არქივს;

ბ)   გენერალურ   ინსპექციაში   შემოსული   და   გენერალური   ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;

გ) გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელის შემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

ე) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების საქმეების აღრიცხვასა და კონტროლის ორგანიზებას;

ვ) ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;

ზ) გენერალური ინსპექციის ამოცანებისა და კომპეტენციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის გამოთხოვას, მათ შეჯამება-აღრიცხვას და სისტემატიზირებას;

თ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას, სათანადო კვლევების ჩატარებას, განზოგადებული ანგარიშების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების გენერალური ინსპექციის უფროსისათვის მიწოდებას;

ი) სტატისტიკური ფორმების/ინსტრუქციების შემუშავებას და მინისტრისთვის მათ დასამტკიცებლად წარდგენას;

კ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა) და  საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევას;

ლ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

მ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;

ნ) გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის წლიური ინსპექტირების გეგმას.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დანაყოფის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 21 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №92. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016542.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №92, 14.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016542 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3905141/