შპს „მალი XXI”-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე დავით ჭანკვეტაძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2017 წლის 13 დეკემბერი
სპეციალისტი: შპს „მალი XXI“-ის (ს/კ 202463342)
აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი გოგშელიძე, მისამართი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 23.
ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M370
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: დავით ჭანკვეტაძე,
მის.: ქ. თბილისი, იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა №20, ბინა 24.
აუქციონის ჩატარების დრო: 25.12.2017 წლის 12:00 სთ-დან 28.12.2017 წლის 15:00 სთ-მდე.
აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI“.
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 81 000 აშშ დოლარი და 490 ლარი.
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქუჩა იპოლიტე ხვიჩია №20, ბინა №24, ფართი 123.91 კვ. მ.
საკადასტრო კოდი: 01.10.13.027.003.04.024
უძრავი ნივთის აღწერა: ქ. თბილისი, ქუჩა იპოლიტე ხვიჩია №20, ბინა №24, ფართი 123.91 კვ. მ.
საკადასტრო კოდი: 01.10.13.027.003.04.024
გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა.
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე; 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI“
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე