სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აღსრულების ეროვნული ბიუროს“წლიური ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

2017 წელი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) 2017 წლის ანგარიშს, ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 8 დეკემბრამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 59 განცხადება. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა შესაძლებელია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE მეშვეობით. აღნიშნული სერვისის მეშვეობით ბიუროში 2017 წლის 8 დეკემბრამდე შემოვიდა 7 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა.
 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან ფიქსირდება: 

საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა 11 შემთხვევა;

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა 20 შემთხვევა;

კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა 2 შემთხვევა;

მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის გათხოვა 5 შემთხვევა;

ფიზიკური პირების მიერ საჯარო ინფორმაციის გათხოვა 21 შემთხვევა.

 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:

44 შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა;

13 განცხადება განხილვის პროცესშია;

2 შემთხვევაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებად საანგარიშო პერიოდში განსაზღვრულნი იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – საქმისწარმოების და საინფორმაციო სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ირინე არახამია, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის იურისტები: სოფიო ქურთაული, მაია ლიპარტელიანი, მარიამ სიორდია.
 ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციას:
 საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 59 შემთხვევიდან: 31 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა სოფიო ქურთაულმა, 3 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მარიამ სიორდიამ, ხოლო 12 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ირინე არახამიამ.
 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სოფიო ქურთაულის, ხოლო მეორე შემთხვევაში მარიამ სიორდიას მიერ.
 აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები მათთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. აღნიშნული მონაცემების სხვა პირებზე გაცემა ხორციელდება მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
 აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს მოვალეთა რეესტრს, რაც გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-4 პუნქტით. „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის რეკვიზიტები, რაც აისახება მოვალეთა რეესტრში მოვალის რეგისტრაციისას. მოვალეთა რეესტრის წარმოების მიზნებისათვის მონაცემების დამუშავება გათვალისწინებულია ზემოხსენებული ნორმებით და შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს.
 აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით; დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს), საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასა და გამარტივებული წარმოების ელექტრონულ პროგრამაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
 საანგარიშო პერიოდში აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
 აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტი.
 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2 შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევებში წარმოდგენილი იქნა განცხადებები, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია კონკრეტული სააღსრულებო წარმოებების შესახებ. ვინაიდან, აღნიშნული ხელმისაწვდომია მხოლოდ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეებისთვის (კრედიტორი, მოვალე) და მოთხოვნილი ინფორმაცია ცდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ფარგლებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ. დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აღსრულების ეროვნული ბიურო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონს.
 საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი; ასევე, საანაგრიშო პერიოდის მოთხოვნებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრება არ მომხდარა.
 აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე

იოსებ ბაღათურია