📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2017
ძალის დაკარგვა 17.04.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2017 მიღება
17.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2017 წლის 13 დეკემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-25 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №21 (matsne.gov.ge, 010260020.35.175.016134, 04.01.2017) და „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 (matsne.gov.ge,  010260020.35.153.016252. 04.02.2015)  დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და  სოციალური დახმარების პ რ ო გ რ ა მ ა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი 1. ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ; აგრეთვე, არ ფინანსდება რომელიმე კერძო, ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 2.  სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ხარჯების გაცემა მათი ოჯახის წევრებზე. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები 1.პროგრამით მოსარგებლეები არიან: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ სამი თვისა) საქართველოს მოქალაქეები  (შემდგომში – მოსარგებლე); ბ) ეკონომიურად გაჭირვებული პირები; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები. 2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების მოცულობა 1.პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას: ა) რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით; ბ) რომელიც არ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით; 2. დაფინანსების ზედა ზღვარი თანადაფინანსების შემთხვევაში შეადგენს 500 ლარს; 3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით, იფარება შემდეგი ოდენობით: ა)  0-დან 500 ლარის ჩათვლით - 100%-ით; ბ)  501-დან 1000 ლარის ჩათვლით 70 %-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა; გ)  1001-დან 2000 ლარის ჩათვლით 50%-ით, მაგრამ არანაკლებ 700 ლარისა; დ) 2001-დან 4000 ლარის ჩათვლით 40%-ით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა; ე)  4000-დან 15 000 ლარის ჩათვლით 30%-ით, მაგრამ არანაკლებ 1600 ლარისა. 4. სამედიცინო მომსახურების 100%-მდე დაფინანსება შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებზე გამონაკლისის სახით, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია. 5. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრულად ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის მიხედვით. 6. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ის მკურნალობაზე; ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა; გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე); დ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; ვ) ტრანსპლანტაციის ხარჯები (არ ანაზღაურდება, იმპლანტის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით). მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე/განმცხადებელი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მოსარგებლის ან/და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, რომელიც აღწერს მოსარგებლე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას; დ) დოკუმენტს თანადაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტებს: ე.ა) ფორმა №100; ე.ბ) ხარჯთაღრიცხვას; ე.გ) ანგარიშ-ფაქტურას. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში - კომისია) კვირაში ერთხელ (გადაუდებელი შემთხვევისას - რიგგარეშე სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს. 3. კომისიის სხდომაზე  სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწვეული დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე. მაჟორიტარი დეპუტატის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეპუტატის წერილობითი რეკომენდაციის  გათვალისწინებით, ხოლო, ასეთის არარსებობის პირობებში, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. 4. საკრებულოს წევრების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში)  ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3 მუხლით დადგენილი მოცულობის შესაბამისად, განისაზღვრება თანხის ოდენობა. 6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის დაფინანსების თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თანხმობით. 7. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8. მერი ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს და სამედიცინო დაწესებულებასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას, რომელსაც მოსარგებლე წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში; 9. სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტს წარუდგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ხდება მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება. მუხლი 5🔗. ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი 1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა: ა)პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე. 2.  ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მოსარგებლის სოციალური მდგომარეობა (წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე); გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი; 3. ერთჯრადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე წარედგინება მერს; 5.  მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს; 6.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრებზე სარიტუალო ხარჯის დაფარვა. 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება: ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა – 250 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი. ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა – 200 ლარი. 2.   მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას; 3.  მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 7🔗. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას. 2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გრაფიკი; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსების დადასტურება.