საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საზოგადოებრივი მაუჭყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
2017 წლის ანგარიში
(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ და „ე“ პუნქტები
მიმდინარე წლის განმავლობაში, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 08 დეკემბრამდე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ შემოვიდა 7 (შვიდი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ არ შემოსულა. აღნიშნულ პერიოდში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს.
მიმდინარე 2017 წელის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ პუნქტი
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით.. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ არქივში და საქმის წარმოების განყოფილებაში არსებულ სათავსოში.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის/პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე 2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით არ გაცემულა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ პუნქტი
მიმდინარე, 2017 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად, მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ პუნქტი
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მიმდინარე 2017 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტი
მიმდინარე 2017 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი მამუკა გუნდაძე