საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2017
ძალის დაკარგვა 23.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/524
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016507
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/524
2017 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტისა და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი დანართი №1-ის შესაბამისად და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები დანართი №2 და დანართი №3-ის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 19 ოქტომბრის №1-1/1872 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
დანართი №1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით –
პრაქტიკანტთა მიღებას.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება სამინისტროში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;
დ) სტუდენტი –
პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში.
მუხლი 4🔗
სტაჟირებისა და პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 1-დან 6 თვემდე.
თავი II
პრაქტიკანტად მიღება
მუხლი 5🔗
1. პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო სწავლების საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევის ქულა (GPA) უტოლდება 2.5-ს (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით მინიმუმ 75 ქულას.
2. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატი დაშვებული იქნება პრაქტიკაზე.
მუხლი 6🔗
კანდიდატმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) ცნობა სტუდენტის აკადემიური მიღწევის შესახებ;
დ) CV;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 7🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 8🔗
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
თავი III
სტაჟიორად მიღება
მუხლი 9🔗
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. სამინისტროში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტარდება შემდეგ ეტაპებად: კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ტესტირება/წერითი დავალების შესრულება ან/და გასაუბრება.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება შესაბამისი ფორმატის ვებრესურს(ებ)ზე.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი;
ბ) კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ეტაპების გავლის პირობები.
5. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება/ტესტირება/წერითი დავალება) გადადის კონკურსში მონაწილე მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც შეესაბამება საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 10🔗
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის თავმჯდომარეა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები.
6. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟირების კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები.
მუხლი 11🔗
1. სტაჟიორის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, მინისტრი ნიშნავს სტაჟიორებად.
2. მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად უკონკურსოდ მიღების შესახებ.
3. სტაჟიორს ენიშნება ხელმძღვანელი.
მუხლი 12🔗
1. კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
გ) დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის და CV-ის სამინისტროში წარმოდგენის ვალდებულება, ასევე ვრცელდება უკონკურსოდ მიღებულ სტაჟიორებზე.
თავი IV
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 13🔗
1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების/პრაქტიკის თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
3. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლებამოსილებები გამომდინარეობს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი სამინისტროში ყოფნისა და ქცევის წესები –
სამინისტროს შინაგანაწესიდან.
თავი VI
სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 15🔗
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან/და პრაქტიკის/სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს/სტაჟიორს მისცეს დავალებები, განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მათი შესრულება და შეაფასოს.
თავი VII
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 16🔗
სტაჟიორს და პრაქტიკანტს ენიშნება სტაჟირების ან პრაქტიკის ხელმძღვანელი.
მუხლი 17🔗
1. სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების ან პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების და პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 18🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ან პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმდა სამინისტროში, მას სტაჟირება ან პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა/სერტიფიკატი.
მუხლი 19🔗
სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე არ დაიშვება.
მუხლი 20🔗
1.სტაჟირებას და პრაქტიკას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სტაჟირებისა და პრაქტიკის საკითხებზე მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას წელიწადში ერთხელ.
მუხლი 21🔗
1. სტაჟიორის/პრაქტიკანტის შეფასება ხდება უშუალო ხელმძღვანელის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ელექტრონული პორტალის საშუალებით.
2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის შეფასება ხდება სტაჟირების/პრაქტიკის დასრულებისას.
3. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ფასდება ქულათა სისტემით 0-დან 25 ქულამდე. პრაქტიკანტს/სტაჟიორს სტაჟირება/პრაქტიკა გავლილად ჩაეთვლება, თუ მისი შეფასების ქულა მინიმუმ 18-ია. სტაჟიორს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი დანართი №3-ის შესაბამისად. პრაქტიკანტზე გაიცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
4. პრაქტიკანტს/სტაჟიორს პრაქტიკა/სტაჟირება წარმატებით გავლილად ჩაეთვლება, თუ მისი შეფასება 22 ქულაზე მაღალია.
5. სტაჟიორს, რომელიც შეფასებაში მიიღებს 22 ქულაზე მეტს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს დანართი N2-ის შესაბამისად.
6. პრაქტიკანტი, რომელიც შეფასებაში მიიღებს 22 ქულაზე მეტს, პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობაში ჩაეწერება –
,,წარმატებით გაიარა“.
თავი V
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის დადასტურება
მუხლი 22🔗
1. სტაჟირებისათვის/პრაქტიკისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან სტაჟიორის/პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს პრაქტიკანტის/სტაჟიორის შეფასება, რის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს (დანართი №2 ან დანართი №3) და ცნობას პრაქტიკის გავლის შესახებ.
დანართი №2
დანართი №3