საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2017 წელი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის

წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

2017 წელი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის  10 დეკემბრამდე, საანგარიშო პერიოდში სულ შემოვიდა 11 განცხადება. საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების იუსტიციის სასწავლო ცენტრში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ − მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სერვისის საშუალებით, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ 2016 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 1 განცხადება.

რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემოსული განცხადებებიდან,

მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ინფორმაცია გაიცა 7 შემთხვევაში;

განხილვის პროცესშია 4 განცხადება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან  2 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 6 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 3 შემთხვევაში − სხვა ადმინისტრაციული დაწესებულება.

საანგარიშო პერიოდში საჯარო სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მანანა მათუაშვილი.

გ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამსახურები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში (ატესტაცია, ტრენინიგი, ტესტირება, სასწავლო პროექტი, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერთიფიცირება) პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას ახორციელებდნენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით, აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ასევე ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე იუსტიციის სასწავლო ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა განხორციელდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტები.

ე) სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის  28 იანვრის №56 დადგენილების მოთხოვნებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა.

ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან მიმართებაში სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი.

ზ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

ს აჯარო სამართლის იურიდიული პირის

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი                             ხათუნა კასრაძე