შპს ”პლაზა ფიტნესის” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32630-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32630-16

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

 

2017წლის 13 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი – შპს „პლაზა ფიტნესი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404898777)

დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

2017 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „პლაზა ფიტნესი” წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს„პლაზა ფიტნესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადებამიღებულ იქნა წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები როინ მოსეშვილი, თინათინ ფერაძე და მაკა თინიკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 1 თებერვალს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით შპს ,,პლაზა ფიტნესის” (ს/კ 404898777) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო.

2017 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც  შპს ,,პლაზა ფიტნესის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს  ,,პლაზა ფიტნესის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 12 დეკემბრის შუამდგომლობის საფუძვლეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა)გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ)შპს ,,პლაზა ფიტნესი ს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე – 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) 25 დეკემბერს, 14.30 სთ/ზე, სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

● გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;

● შპს ,,პლაზა ფიტნესი ს “ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                   თამარ ბურჯანაძე