სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ა) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე­-3 თავის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოვიდა 273 განცხადება. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს’’ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის MY.GOV.GE – მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სააგენტოში 2017 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 6 მოთხოვნა.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ შემოსული 273 განცხადებიდან 16 განცხადება ეკუთვნის მედიის წარმომადგენლებს, 46 – არასამთავრობო ორგანიზაციებს, 104­ – ფიზიკურ პირებს, 76 – ­ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხოლო 31 – სხვადასხვა ორგანიზაციებს/პირებს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სააქციო საზოგადოებები, პოლიტიკური პარტიები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და ა.შ.).

რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ შემოსული განცხადებებიდან:

1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 240 შემთხვევაში;

2. 1 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს);

3. 31 განცხადება განხილვის პროცესშია;

4. 1 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს);

საანგარიშო პერიოდში სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ თანამშრომლებს წარმოადგენდნენ: სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – ნინო დანელია, თავმჯდომარის მრჩეველი თამარ კეთილაძე ­– საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი და სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან მღებრიშვილი, პასუხისმგებელი პირის მოვალეობის შემსრულებელი;

გ) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ მასზე კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.07.2012 წლის № 117 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -­ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავება გათვალისწინებულია ზემოხსენებული ნორმებით, რაც შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე­-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები;

  სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სააგენტო საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში იყენებს დოკუმენტბრუნვის (დეს) და სხვა ელექტრონულ სისტემებს. ელექტრონულ სისტემებში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომის უფლება მინიჭებული აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, გააჩნიათ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება, ამასთან განსხვავებულია წვდომის უფლების საზღვრები და ის ესადაგება თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. სააგენტოში არსებობს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაშვების ფორმალიზებული პროცედურები. ელექტრონულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია როგორც ფიზიკური, ასევე შესაბამისი ინფორმაციულ-­ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, ასევე გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირების მიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით;

დ) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტი;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციებით;

ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან მიმართებაში საჯარო ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოში დაფიქსირდა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვამდეც მოხდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ამასთან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა;

ზ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სააგენტოსთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების

სააგენტოს თავმჯდომარე                                                                                                   სოსო გიორგიაძე