სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიშს:
რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:
განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს;
რესურსცენტრში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მისაღები არ იყო;
საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;
რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;
2017 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ამასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი №1 თან ერთვის).
დანართი №1
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
0
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
0
პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
0
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საგანმანათლებლო
რესურსცენტრი/ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო
რესურსცენტრი
რესურსცენტრის უფროსი
კახაბერ ფარცვანია