სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიშს:

რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:

განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს;

რესურსცენტრში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მისაღები არ იყო;

საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

2017 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ამასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი №1 თან ერთვის).

დანართი №1

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საგანმანათლებლო

რესურსცენტრი/ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო

რესურსცენტრი

რესურსცენტრის უფროსი

კახაბერ ფარცვანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2017.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში“?
„სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში“, №0, 08.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3914235/