„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულების და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №197/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2017
matsne.gov.ge 2,858 სიტყვა · ~14 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
ახალგაზრდა მეცნიერი
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე არაუმეტეს 7 წლის განმავლობაში მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
მუხლი 2
გენერალური დირექტორი
ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 2
გრანტის მიმღები
საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი ფიზიკური პირები: პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ახალგაზრდა მეცნიერი, პოსტდოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და რეზიდენტურის სტუდენტი
მუხლი 2
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი
ფიზიკურ პირთა ჯგუფი რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს
მუხლი 2
თანამონაწილე ორგანიზაცია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და სამეცნიერო კვლევებს
მუხლი 2
მიზნობრივი ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის ჩარიცხვა
მუხლი 2
პროექტი
დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი
მუხლი 2
პროექტის ხელმძღვანელი  - მაგისტრის, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხ
არისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, კოორდინაციას გაუწევს პროექტის შედგენას,  პასუხისმგებელი იქნება პროექტის შედეგებზე და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შეიძლება ჰყავდეს ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების პროექტებს
მუხლი 2
პროექტის ბიუჯეტი
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით
მუხლი 2
პროექტების შეფასების კრიტერიუმები
ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს
მუხლი 2
საბოლოო ანგარიში
საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა
მუხლი 2
წამყვანი ორგანიზაცია
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და სამეცნიერო კვლევებს, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,  რომელსაც წესდებით განსაზღვრული აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება
მუხლი 2
საშუამავლო ღონისძიება
ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება ან სამუშაო შეხვედრა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის  ან სხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსსა თუ ღონისძიებასთან და  ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ და კერძო/საჯარო/ბიზნეს ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას
მუხლი 2
ძირითადი პერსონალი
ახალგაზრდა მეცნიერი, პოსტდოქტორანტი, დოქტორანტი, მაგისტრანტი, რეზიდენტურის სტუდენტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს
მუხლი 2
დამხმარე პერსონალი
ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში
მუხლი 2
ზედნადები ხარჯები
პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს
მუხლი 2
პროექტის თანახელმძღვანელი
მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პროექტის ძირითადი პერსონალი, რომელიც წარმოადგენს თანამონაწილე ორგანიზაციას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (13)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კრიტერიუმი
1. პროექტის შინაარსის სამეცნიერო ღირებულება
2. პროექტის გამოყენებადობა და მნიშვნელობა ქვეყნისთვის (საჯარო/კერძო/ბიზნეს სექტორთან კავშირის პოტენციალი)
3. საქართველოს მხრიდან მონაწილეთა კვალიფიკაცია, კომპეტენცია
4. საერთაშორისო თანამშრომლობის ხარისხი (პოტენციური პარტნიორების შესაბამისობა, კვალიფიკაცია, კომპეტენცია)
5. პროექტის მენეჯმენტი: განხორციელებადობა და მდგრადობა
კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები ქულები A(3); B(2); C(1)
კრიტერიუმები და ქვე-კრიტერიუმები ქულები A(3); B(2); C(1)
ქულა შეფასება
C (1) სუსტი
B (2) საშუალო
A (3) ძალიან კარგი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.12.2023 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.08.2019 სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტისა (SC) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.12.2023 თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 09.06.2016 საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 20.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულების და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №197/ნ 2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულების და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში წარდგენილი საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი №1 ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) გამართვის წესსა და პირობებს, ასევე მონიტორინგის საკითხებს.  2. საგრანტო კონკურსის მიზანია: ა)  საქართველოს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა,  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა; ბ) მაღალი ხარისხის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ღონისძიებებსა და საერთაშორისო კონსორციუმებში  გაერთიანებისათვის  საქართველოს მეცნიერთათვის ხელშემწყობი  პირობების შექმნა; გ) საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება.  3. საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).  4. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები შემდეგ მიმართულებებში: ა) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენი საპროექტო წინადადების შესამუშავებლად და საერთაშორისო კონსორციუმში გასაერთიანებლად პროექტის მოსამზადებელი გრანტი (შემდგომში – მოსამზადებელი გრანტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობისთვის); ბ) ფართომასშტაბიანი სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიების მოსაწყობი გრანტი (შემდგომში – გრანტი  საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისთვის); გ) საზღვარგარეთ ფართომასშტაბიან სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საქართველოს მეცნიერთა მობილობის ხელშემწყობი გრანტი (შემდგომში – მობილობის გრანტი). 5. საგრანტო კონკურსი შეიძლება მოიცავდეს  შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები; ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.  6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო მიმართულებებიდან გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ცხადდება საგრანტო კონკურსიმუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე არაუმეტეს 7 წლის განმავლობაში მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) გრანტის მიმღები – საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი ფიზიკური პირები: პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ახალგაზრდა მეცნიერი, პოსტდოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და რეზიდენტურის სტუდენტი; დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი – ფიზიკურ პირთა ჯგუფი რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს; ე) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და სამეცნიერო კვლევებს; ვ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის ჩარიცხვა; ზ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; თ) პროექტის ხელმძღვანელი  - მაგისტრის, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, კოორდინაციას გაუწევს პროექტის შედგენას,  პასუხისმგებელი იქნება პროექტის შედეგებზე და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შეიძლება ჰყავდეს ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების პროექტებს; ი) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; კ) პროექტების შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; ლ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს; მ) საბოლოო ანგარიშისაბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს; ნ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ო) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; პ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და სამეცნიერო კვლევებს, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,  რომელსაც წესდებით განსაზღვრული აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება;    ჟ) საშუამავლო ღონისძიება – ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება ან სამუშაო შეხვედრა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის  ან სხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსსა თუ ღონისძიებასთან და  ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ და კერძო/საჯარო/ბიზნეს ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას;  რ) ძირითადი პერსონალიახალგაზრდა მეცნიერი, პოსტდოქტორანტი, დოქტორანტი, მაგისტრანტი, რეზიდენტურის სტუდენტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს; ს) დამხმარე პერსონალიფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში; ტ) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს; უ) პროექტის თანახელმძღვანელი – მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პროექტის ძირითადი პერსონალი, რომელიც წარმოადგენს თანამონაწილე ორგანიზაციას. მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია საგრანტო კონკურსის წესით.  2. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და  გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. 3. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  უზრუნველყოფს: ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; ბ) საგრანტო კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციის, პროექტზე თანდართული დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას; დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული პროექტების რანჟირებული სიების დამტკიცებას და საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ცვლილების შეტანას; ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და გრანტის გაცემას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს. მუხლი 4🔗. სუბიექტები და მონაწილეობის პირობები 1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მიმართულების ფარგლებში შემოტანილი პროექტებისთვის - მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა.ა) პროექტის ხელმძღვანელს ან თანახელმძღვანელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) პროექტში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ს, პოსტ-დოქტორანტ(ებ)ს, დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ს, დოქტორანტ(ებ)ს, მაგისტრანტ(ებ)ს, რეზიდენტურის სტუდენტ(ებ)ს; ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების ფარგლებში შემოტანილი პროექტებისთვის: ბ.ა) წამყვან ორგანიზაციას, ასევე თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) პროექტის ხელმძღვანელს ან თანახელმძღვანელს; ბ.გ) პროექტში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ს, პოსტდოქტორანტ(ებ)ს, დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ს,  დოქტორანტ(ებ)ს, მაგისტრანტ(ებ)ს, რეზიდენტურის სტუდენტ(ებ)ს; გ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების ფარგლებში შემოტანილი პროექტებისთვის ფიზიკურ პირებს: მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, პოსტდოქტორანტებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და რეზიდენტურის სტუდენტებს. 2. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობისთვის მოსამზადებელი გრანტის მოსაპოვებლად პროექტი  მიზნად უნდა ისახავდეს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის და/ან სხვა საერთაშორისო  საგრანტო კონკურსის საპროექტო წინადადებაზე მუშაობას, საერთაშორისო კონსორციუმში გაერთიანებასა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის და/ან სხვა საერთაშორისო  საგრანტო კონკურსის ფარგლებში ერთობლივი პროექტის წარდგენას. გრანტი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განაცხადი მზადდება კონკრეტულ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსში წარსადგენად და შესაბამისი მოთხოვნების საპასუხოდ. 3. საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტის მოსაპოვებლად პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საშუამავლო ღონისძიების კავშირს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020’’-ის ან სხვა საერთაშორისო პროგრამის  საგრანტო კონკურსის თემატიკასთან, საერთაშორისო კონსორციუმისთვის პოტენციური პარტნიორების მოძიებასთან და მულტილატერალური საერთაშორისო საგრანტო პროექტების წერის ხელშეწყობასთან. 4. მობილობის გრანტი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს მეცნიერთათვის საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის (მცირე ვადიანი ვიზიტის) უზრუნველყოფას. მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი 1. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობისთვის მოსამზადებელი გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯებს: ა) მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ძირითადი პერსონალის საზღვარგარეთ მგზავრობის და ფართის დაქირავების ხარჯები; ბ) საერთაშირისო სამეცნიერო ღონისძიებაში (საშუამავლო ღონისძიება, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია, სიმპოზიუმი) ძირითადი პერსონალის  მონაწილეობის ხარჯები; 2. საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს და უნდა ითვალისწინებდეს ფართომასშტაბიანი სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიების ორგანიზების დაფინანსებას. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება მოიცავდეს ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას,  დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას, საქონელი და მომსახურებას და ზედნადები ხარჯებს. 3. მობილობის გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ევროს ეკვივალენტს ლარში და ითვალისწინებდეს საერთაშორისო კონსორციუმის შესადგენად მოსამზადებელი სამუშაოების, საპროექტო წინადადების მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (სამუშაო სემინარის, სამუშაო ვიზიტების, მობილობის) დაფინანსებას. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯებს: ა) მოკლევადიანი ვიზიტებისათვის  საზღვარგარეთ მეცნიერთა საერთაშორისო მგზავრობის და ფართის დაქირავების ხარჯები; ბ) საერთაშირისო სამეცნიერო ღონისძიებაში (საშუამავლო ღონისძიება, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია, სიმპოზიუმი) მეცნიერის მონაწილეობის ხარჯები;  4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები დეტალურად განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები საგრანტო კონკურსის ეტაპებია: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება; დ) გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების რანჟირებული სიების დამტკიცება; ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. მუხლი 7🔗. პროექტის წარდგენა ფონდში 1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით.  2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. ფონდი უფლებამოსილია, საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე მოხსნას პროექტი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს; ბ) რომელიც არ შეესაბამება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას; გ) რომელსაც არ ერთვის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტზე თანდართული დოკუმენტაცია და რომელიც არ იქნება ფონდში წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში; დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას. 4. გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი პროექტები ფონდში არ მიიღება. მუხლი 8🔗. პროექტების შეფასება 1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 2. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს და ამტკიცებს მისი მუშაობის წესს. 3. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი პროექტების შეფასებას ახდენს ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.  4. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები. 5. ექსპერტთა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია.  მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში, ასევე პირი: ა) რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის მონაწილე; ბ) რომელიც არის დაინტერესებული მხარე – პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი. 2. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.  3. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს და გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ. 4. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგან შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან/და მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით. 5. ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრის ან/და ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრის ან/და ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისათვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებამდე. მუხლი 10🔗. გამარჯვებული პროექტების რანჟირებული სიების დამტკიცება და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება 1. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შეფასების საფუძველზე, გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამარჯვებული პროექტების რანჟირებულ სიებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებთან. მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო  ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ  ტრანშებს  ფონდი  რიცხავს ავანსის სახით. თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.  3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი შუალედური და საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. 4. მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. 5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება შესაბამის ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას დარჩენილი გაუხარჯავი თანხა, რომელიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.  მუხლი 12🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი  ჩაითვლება  ავტომატურად  შეჩერებულად  ფონდის  წესდებისა  და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, გაუქმდება მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია. 3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე ფონდში წარდგენილია შესაბამისი ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ შედგენილია ანგარიშების განხილვის და შედარების აქტები. 5. ფონდი უფლებამოსილია აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. შესაძლებელია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეეზღუდოს დროის გარკვეული პერიოდით ამ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება.  დანართი 2 ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში წარდგენილი საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები 1. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენი საპროექტო წინადადების შესამუშავებლად და საერთაშორისო კონსორციუმში გასაერთიანებლად პროექტის მოსამზადებელი გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტების  შეფასების კრიტერიუმები:  № კრიტერიუმი შეფასება 1 (C), 2 (B), 3 (A) 1.         პროექტის შინაარსის სამეცნიერო ღირებულება 2.         პროექტის გამოყენებადობა და მნიშვნელობა ქვეყნისთვის (საჯარო/კერძო/ბიზნეს სექტორთან კავშირის პოტენციალი) 3.         საქართველოს მხრიდან მონაწილეთა კვალიფიკაცია, კომპეტენცია 4.         საერთაშორისო თანამშრომლობის ხარისხი (პოტენციური პარტნიორების შესაბამისობა, კვალიფიკაცია, კომპეტენცია) 5.         პროექტის მენეჯმენტი: განხორციელებადობა და მდგრადობა ჯამური ქულა (მინ. 5; მაქს 15): შემაჯამებელი კომენტარი*: * შემაჯამებელი კომენტარი უნდა მოიცავდეს ხუთივე კრიტერიუმის მიხედვით შეფასებას და საბოლოო დასკვნას პროექტის დაფინანსების თაობაზე. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა დააგროვოს 11 ქულა. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად 1, 2, 3, 4, 5 კრიტერიუმებში. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაფინანსდება ნაკლებ ბიუჯეტიანი პროექტი. 2. ფართომასშტაბიანი სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიების მოსაწყობი გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტების  შეფასების კრიტერიუმები: კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები ქულები A(3); B(2); C(1) 1 - ღონისძიების სამეცნიერო ხარისხი (მაქს. 12 ქულა) 1.1. ღონისძიების სტატუსი, მიზანი და ამოცანები, პროგრამის შესაბამისობა მიზნებთან და ამოცანებთან 1.2. ღონისძიების საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის ინსტიტუციებისა და მეცნიერების ჩართულობის უზრუნველყოფის  მექანიზმი 1.3. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციისა და პროექტის ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან 1.4. ადგილობრივი ინტრა და ინტერინსტიტუციონალური თანამშრომლობის ხარისხი 2 - ღონისძიების შედეგების მნიშვნელობა (მაქს. 6 ქულა) 2.1. მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერების თვალსაზრისით 2.2. ღონისძიების მასალების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები 3 - პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა (6 ქულა) 3.1. პროექტის გეგმა-გრაფიკის, ინსტიტუციის ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან 3.2. პროექტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტის დასაბუთების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან და თანადაფინანსების არსებობა ქულების ჯამი (მინ. 8 ქულა, მაქს. 24 ქულა): შემაჯამებელი კომენტარი*: * შემაჯამებელი კომენტარი უნდა მოიცავდეს სამივე კრიტერიუმის მიხედვით შეფასებას და საბოლოო დასკვნას პროექტის დაფინანსების თაობაზე. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა დააგროვოს 18 ქულა. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაფინანსდება ნაკლებ ბიუჯეტიანი პროექტი. 3. საზღვარგარეთ ფართომასშტაბიან სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საქართველოს მეცნიერთა მობილობის ხელშემწყობი გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტების  შეფასების კრიტერიუმები: კრიტერიუმები და ქვე-კრიტერიუმები ქულები A(3); B(2); C(1) 1 - ღონისძიების სამეცნიერო ხარისხი  (12 ქულა) 1.1. ღონისძიების სტატუსი, მიზანი და ამოცანები, პროგრამის შესაბამისობა მიზნებთან და ამოცანებთან 1.2. ღონისძიების საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის ინსტიტუციებისა და მეცნიერების ჩართულობის უზრუნველყოფის  მექანიზმი 1.3. ღონისძიებაში მონაწილე მეცნიერების,  ძირითადი და პლენარული მომხსენებლების/ლექტორების სამეცნიერო ხარისხი და კომპეტენცია 1.4. ღონისძიების შესაბამისობა კონკრეტულ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსთან (ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-იდან ან სხვა საერთაშორისო პროგრამიდან) 2 - ღონისძიების შედეგების მნიშვნელობა (6 ქულა) 2.1. საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობა საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერების თვალსაზრისით 2.2. ღონისძიების მასალების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები 3 - პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა (6 ქულა) 3.1. გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან 3.2. პროექტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტის დასაბუთების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან და თანადაფინანსების არსებობა ქულების ჯამი (მინ. 8 ქულა, მაქს. 24 ქულა): შემაჯამებელი კომენტარი*: * შემაჯამებელი კომენტარი უნდა მოიცავდეს სამივე კრიტერიუმის მიხედვით შეფასებას და საბოლოო დასკვნას პროექტის დაფინანსების თაობაზე. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა დააგროვოს 18 ქულა. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაფინანსდება ნაკლებ ბიუჯეტიანი პროექტი. შეფასების კრიტერიუმების ქვეკრიტერიუმებში ქულების განაწილების განმარტებები: ქულა შეფასება განმარტება C (1)  სუსტი პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო. B (2)  საშუალო პროექტი ზოგადად ან კარგად  პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს სუსტი მხარეები, სუსტად ან დამაკმაყოფილებლადაა დასაბუთებული და აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება. A (3)  ძალიან კარგი პროექტი ძალიან კარგად, წარმატებით პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, არის გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე. ნებისმიერი ხარვეზი არსებითად უმნიშვნელოა.