„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №195/ნ |
|
2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2011, 010240030.22.022.016062) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების:
1. მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ-ს“ ქვეპუნქტები: ,,ლ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება; მ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ო) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება; პ) პერსონალის შერჩევა, კონკურსების ორგანიზება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება; ჟ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; რ) თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი; ს) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება.“; 2. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.“; 3. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი: „მუხლი 13. 1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება; ბ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; გ) თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის წარმართვა და მეთოდური უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენის ეტაპზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/გაცემა; ე) ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შერჩევის გრაფიკების შექმნა; ვ) პერსონალის შერჩევის უზრუნველყოფა, კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და სტრუქტურირებული/არასტრუქტურირებული გასაუბრების დაგეგმვა, განხორციელება; ზ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; თ) სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ი) საჯარო დაწესებულებაში („საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად) დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას მინისტრის წერილობითი თანხმობის პროექტის მომზადება; კ) შრომითი ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში; ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი; მ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტით უზრუნველყოფა; ნ) თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; ო) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემადგენლობის აღრიცხვა; პ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება; რ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების პროცესის მონიტორინგი; ტ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა, ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; უ) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა; ფ) ახლად მიღებულ თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა; ქ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე; ღ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა; ყ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება; შ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება. სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით; ჩ) სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის გაცემა; ც) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა; ძ) სხვადასხვა ტიპის ბაზების წარმოება (საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებების აღრიცხვა – ბაზის განახლება; მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ბაზის წარმოება/შესაბამისი ცვლილებების ასახვა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება/განახლება; საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების აღრიცხვა და შესაბამის ბაზაში ასახვა; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების) მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება; სამინისტროს თანამშრომელთა შვებულება/მივლინების ბაზების წარმოება და სხვა); წ) გათავისუფლებულ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლის წარმოება, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოსამსახურისათვის სპეციალური კითხვარის შევსების უზრუნველყოფა და აღნიშნულის საფუძველზე ანალიზის წარმოება; ჭ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ხ) თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილის შესახებ ცნობების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე; ჯ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ჰ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; ე) სამინისტროს სახელით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინებასა და შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით და ხელს აწერს შესაბამის ბრძანებებს; ვ) აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე, სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ზ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი – საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს; კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ლ) უფლებამოსილია სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია; მ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ნ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის; ო) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 5. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მოხელეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|