ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

 

წარმოგიდგენთ ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი 2017 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2015 წლის 05 ნოემბრის №81 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქმისმწარმოებელი თინათინ ქადაგიშვილი.

ა) 2017  წლის საანგარიშო პერიოდში,გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2 (ორი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. ქალაქ გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 2 (ორი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები რესურსცენტრს არ ჰქონია.

 

ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო   

რესურსცენტრის უფროსი:                                            დალი მინდიაშვილი