„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№200/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №200/ნ

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016654) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო  და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო,  სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.“.
 
2. მე-2 მუხლის:
ა)   პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
,,ბ) ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.“;
ბ) მეორე პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ლ) ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო,  სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.  ასევე სასერტიფიკატო, პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების საგანმანათლებლო   პროგრამებს/კურსებს.“.
 
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველი ველი, რომელზეც უნივერსიტეტის დაარსებისას მასში არსებული ექვსი ფაკულტეტის/სკოლის აღსანიშნავად გამოსახულია ექვსი გადაშლილი წიგნი წარწერით: academica, libertas consienciae, libertas arbirtii („აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება“).“.
 
4. მე-5  მუხლის:
ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
,,1. უნივერსიტეტის სტრუქტურას  შეადგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები – ფაკულტეტები და სკოლები (შემდგომში – ფაკულტეტი/სკოლა), ფაკულტეტის/სკოლის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები (შემდგომში – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) (კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), კვლევითი ერთეულები – ინსტიტუტები/ცენტრები/ლაბორატორიები, დეპარტამენტები, სამმართველოები, ცენტრები, სამსახურები, გამომცემლობა, აგრეთვე ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები:  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატები,  მართვის ორგანოების სამდივნოები.“;
ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფაკულტეტების/სკოლების, კვლევითი ერთეულების და სხვა სტრუქტურული ერთეულების  შექმნის, გარდაქმნის და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლების, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების და სხვა სტრუქტურული ერთეულების დებულებებს განიხილავს აკადემიური საბჭო და  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ზედიზედ სამჯერ უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნის, გარდაქმნის  ან/და გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 2/3-ს წილისყრით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.“;
 
5. მე-6 და მე-7 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. ფაკულტეტი/სკოლა  
1. უნივერსიტეტის ფაკულტეტის/სკოლის მიზანია საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამების განხორციელება, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასერტიფიკატო, პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების საგანმანათლებლო   პროგრამების/კურსების განხორციელება.
2. ფაკულტეტს/სკოლას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები, ასევე კვლევითი ერთეულები და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
3. ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის/სკოლის დეკანი, ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის/სკოლის  საბჭო.
 
მუხლი 7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, აწარმოებს ფუნდამენტურ,  გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ამ წესდების 291 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. 
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კვლევით პროგრამებს განიხილავს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
3.  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
გ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში აკადემიური საბჭოს ან ფაკულტეტის/სკოლის მიერ დადგენილი წესით;
ზ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისაგან.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია სამეცნიერო საბჭო და დირექტორი.“.
 
6. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:  
,,მუხლი 71. კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია) 
1. კვლევითი ერთეული  აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს.
2. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კვლევითი ერთეული ითხოვს სამეცნიერო-კვლევების განსახორციელებელ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.
3. კვლევით ერთეულში გაერთიანებულნი არიან უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მკვლევრები.
4. კვლევითი ერთეულის მმართველი ორგანოა: კვლევითი ერთეულის დირექტორი/დირექტორები, რომელსაც ნიშნავს აკადემიური საბჭო.
5. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს ადგენს/ადგენენ კვლევითი ერთეულის დირექტორი/დირექტორები კვლევითი ერთეულის თანამშრომლებთან ერთად.
6. თუ კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა შედგება რამდენიმე თანაბარი მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი პროექტისაგან, შესაძლებელია არჩეულ იქნეს კვლევითი ერთეულის  რამდენიმე დირექტორი.
7. კვლევითი ერთეულის დირექტორი, როგორც წესი, არის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“.
 
7. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის/სკოლის საბჭო;
ბ) დეკანი;
გ) ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.“; 
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი:
,,21. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია:
ა) სამეცნიერო საბჭო; 
ბ) დირექტორი.“;
 
8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;“.
 
9. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.  უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების/სკოლების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.“; 
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს/სკოლას ჰყავს 2 წარმომადგენელი.“;
  გ) მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;
დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას.
 
10. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ფაკულტეტების/სკოლების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) ფაკულტეტის/სკოლის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“;
გ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ან/და კვლევითი ერთეულების წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;
დ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე/სკოლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების/სკოლების საბჭოების წარდგინებით;“;
ე) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე/სკოლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების/სკოლების საბჭოების წარდგინებით;“;
ვ) ,,მ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:
,,მ1) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებას.“;
ზ) ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ) ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების გავლის წესს;“; 
თ) ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/სკოლის, კვლევითი ერთეულის, შექმნის/გაუქმების/გარდაქმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
უ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტის,  ფაკულტეტის/სკოლის  65 წელს მიღწეული პირის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობის თაობაზე აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედით;“;
 
11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან/სკოლებიდან წარმომადგენლობისა და პროპორციულობის საფუძველზე. წარმომადგენლობით საბჭოში აკადემიური თანამდებობის მქონე პირს ირჩევს ფაკულტეტზე/სკოლაში არსებული ყველა აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, ხოლო წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტების წარმომადგენელს ირჩევს ფაკულტეტის/სკოლის ყველა სტუდენტი.“;
 
12. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:
ა)  ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებისა);“;
ბ)  ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1’’ ქვეპუნქტი: 
,,ლ1) აკადემიური საბჭოს წარდგინებით  ამტკიცებს უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებას;“;
 
13. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;
 
14. მე-18 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. რექტორად არჩევა, თუკი ის მანამდე იყო აკადემიური საბჭოს წევრი, არის აკადემიური საბჭოს წევრობის, როგორც ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლობის, შეწყვეტის საფუძველი. ეს უფლება არ აღდგება რექტორის უფლებამოსილების დასრულების, ან შეწყვეტის შემთხვევაში.“;
 
15. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“; 
 
16. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 21. რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება 
1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, თავიანთი უფლებამოსილებების  განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში,  თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოვალეობის შესრულება დააკისრონ უნივერსიტეტში დასაქმებულ პირს.
2. რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შესაძლოა გაიცეს მინდობილობა, რომელშიც  ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.  
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება და უმაღლესი და პროფესიული  განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე – დიპლომსა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.“;
 
17. 22-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით; უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო.“;
ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ფაკულტეტების/სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;
დ) ფაკულტეტების/სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;“;
ბ.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
,,დ1) კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას.“;
 
18. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფაკულტეტი/სკოლა“
 
19. 23-ე-27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. ფაკულტეტის/სკოლის სტრუქტურა და ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოები
1. ფაკულტეტი/სკოლა არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. ფაკულტეტის/სკოლის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. ფაკულტეტს/სკოლას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, დეპარტამენტები, ინსტიტუტები, ცენტრები და სხვა სტრუქტურული ერთეული სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის.
 
მუხლი 24. ფაკულტეტის/სკოლის საბჭო
1. ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის/სკოლის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი,  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის/სკოლის  საბჭო არის არჩევითი, ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) აკადემიური პერსონალი შემდეგი წესის დაცვით:
ა.ა) ფაკულტეტიდან/სკოლიდან, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის 30 და 30-ზე ნაკლები, ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოში შედის აკადემიური პერსონალის ყველა წარმომადგენელი.
ა.ბ) ფაკულტეტიდან/სკოლიდან, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის 30-დან და 120-ის ჩათვლით, ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოში შედის ყოველი 10 აკადემიური პერსონალიდან არჩეული 2 წარმომადგენელი.
ა.გ) ფაკულტეტიდან/სკოლიდან,  სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის 120-ზე მეტი,   ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოში შედის ყოველი 10 აკადემიური პერსონალიდან არჩეული 1 წარმომადგენელი.
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან არჩეული თითო წარმომადგენელი;
გ) სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
3. ფაკულტეტის/სკოლის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის/სკოლის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
 
მუხლი 25. ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს უფლებამოსილება
1. ფაკულტეტის/სკოლის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის/სკოლის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სადისერტაციო საბჭოს დებულებისა და სადისერტაციო საბჭოს შესაქმნელად  და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
ი) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
კ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
ლ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
მ) ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს.
ნ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.
 
მუხლი 26. დეკანი
1. ფაკულტეტის/სკოლის საბჭო ფაკულტეტის დეკანს, რომელიც უნდა იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის/სკოლის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, ფაკულტეტის/სკოლის საბჭოსა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის/სკოლის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს სხდომებს;
ვ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ფაკულტეტის/სკოლის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს.
4. დეკანი თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში წარდგინებით მიმართავს რექტორს და წარუდგენს ამავე ფაკულტეტზე/სკოლაში დასაქმებულ პირს  მოვალეობის დროებით შემსრულებლად. 
 
მუხლი 27. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე/სკოლაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის/სკოლის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა)  ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით;
ბ) შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა); 
გ) აფასებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე.
3. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
4. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე. 
5. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო 4 წლის ვადით.
6. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო.
7. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი რეგულარულად აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს.“;
 
20. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 28. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება  ფაკულტეტზე/სკოლაში.
2. ფაკულტეტის/სკოლის სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის/სკოლის წარდგინების საფუძველზე  აკადემიური საბჭოს  მიერ  დამტკიცებული დებულებით.
3.  ფაკულტეტის/სკოლის სადისერტაციო საბჭო შედგება შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან.
4.  სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის    წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“;
 
21. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კვლევითი ერთეულის დირექტორად შეიძლება დანიშნული იქნეს  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“;
22. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291-294 მუხლები:
,,29.1  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  შექმნის კრიტერიუმები,  მისი შექმნის, რეორგანიზების და გაუქმების წესი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ფაკულტეტზე/სკოლაში, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით იღებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობის ინსტიტუციური გამოცდილების მქონე სუბიექტისგან, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი წესით. 
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაქმნელად შესაბამისი სუბიექტი  უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს: 
ა) სახელმწიფო მიზნობრივი, მათ შორის, პროგრამული დაფინანსების არსებობა არანაკლებ 90 000   (ოთხმოცდაათი ათასი)  ლარისა წლიურად;
ბ) არანაკლებ 10 დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე თანამშრომელი;
გ)  სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციების გამოქვეყნება ბოლო 10 წლის მანძილზე საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში (სამეცნიერო სერიებში) და საერთაშოსრისო რეფერირებად ჟურნალებში, რომლებიც შესულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში: Thomson Reuters Master Journal List, Scopus, Ulrich’s Index, ERIH PLUS, EBSCOHost, Latindex Catalogue.  
დ) მოპოვებული ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტები ბოლო 10 წლის მანძილზე.
5. დამატებითი მოთხოვნები შესაძლოა დადგინდეს უნივერსიტეტის მისიიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებთან შეთანხმებით.
6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, შექმნისას აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა (სადაც უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა საქმიანობა), წლიური ბიუჯეტის პროექტი (ყველა აუცილებელი ხარჯის გათვალისწინებით), რითაც საბუთდება ხარჯების  მიზანშეწონილობა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არსებობის მდგრადობის დასაბუთება.
7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების რეორგანიზაცია ხორციელდება ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით. 
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დადგენის ან მის მიერ სახელმწიფოს მიზნობრივი დაფინანსების დაკარგვის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უქმდება ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.
 
მუხლი 292. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა  
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს  ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
 
მუხლი 293. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო    
  1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.
  2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების  პროცესში;
გ) ასრულებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
 
მუხლი 294. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი  
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს  დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არა უგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. 
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“;
 
23. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალი და მასწავლებელი.“;
 
24. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“;
დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 
 
25. 32-ე მუხლის მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მიმართვას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის დეკანი. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების ინიციატორი შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოც.
6. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსს ატარებს ან აკადემიური საბჭო, ან ფაკულტეტის/სკოლის საბჭო ან აკადემიური/ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოს მიერ შექმნილი უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალისგან  შემდგარი კომისია. კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები წარედგინება  რექტორს.
7. ისეთ ახალდაფუძნებულ ფაკულტეტზე/სკოლაში, სადაც არ არის არჩეული ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ტარდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.“; 
 
26. 33-ე მუხლის:
  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროფესორის თანამდებობაზე:
ა)  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე სწავლების გამოცდილება ან/და სამეცნიერო პუბლიკაციები, ასევე აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ სფეროს სპეციფიკის შესაბამისად  განსაზღვრულ  დამატებით პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა ერთი, ორი, სამი, ოთხი ან ხუთი  წლის ვადით.
ბ) უვადოდ შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და აკმაყოფილებს  აკადემიური საბჭოს  მიერ განსაზღვრულ პირობებს.  უვადოდ არჩეული პროფესორი თავისუფლდება პროფესორის თანამდებობიდან 65 წლის ასაკის მიღწევისას. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლოა 65 წელს მიღწეულ პროფესორს შრომითი ურთიერთობა გაუგრძელდეს 5 წლის ვადით.“;
ბ) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არაუმეტეს 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს   დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“;
 
27. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
,,331. პროფესორის ატესტაციის წესი
1. უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.  ატესტაცია ტარდება აკადემიური საბჭოს თანხმობით რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ.
2. უვადოდ არჩეულ პროფესორთა ატესტაციის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით შექმნილი კომისია აკეთებს უვადოდ არჩეული პროფესორის მიერ  განხორციელებული აკადემიური  და სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის შეფასებას. უვადოდ არჩეული პროფესორის აკადემიური საქმიანობის შეფასება ეფუძნება აკადემიური პერსონალისთვის  აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს.
3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ უვადოდ არჩეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს აკადემიური საბჭოს წინაშე,  უვადოდ არჩეული პროფესორი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.
4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, ფაკულტეტთან/სკოლასთან შეთანხმებით და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“;
28. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ და ,,ე2“ ქვეპუნქტები:
,,ე1) ატესტაციის პირობების დაუკმაყოფილებლობა;  
2) 65 წლის ასაკის მიღწევა;“ 
 
29. 35-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 351-355 მუხლები:
,,მუხლი 351. სამეცნიერო პერსონალი
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შედგება  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირებისგან: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
 
მუხლი 352. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი  
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება:
ა) შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს ერთი, ორი, სამი, ოთხი ან ხუთი წლის ვადით. 
ბ) უვადოდ შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს. უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი თავისუფლდება მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან 65 წლის ასაკის მიღწევისას. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 65 წელს მიღწეული მთავარ მეცნიერ თანამშრომელს შრომითი ურთიერთობა შეიძლება გაუგრძელდეს 5 წლის  ვადით.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3  წლის ვადით. 
4.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არა უმეტეს 2  წლის ვადით.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს.
 
მუხლი 353. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაცია
1. უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ, რომელიც ახდენს უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო საქმიანობის შეფასებას. 
2. შესაბამისი კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება სამეცნიერო მოთხოვნებს (კრიტერიუმებს), რომლებიც აისახება ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების დამდგენ სამართლებრივ აქტში. 
3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ უვადოდ არჩეულ მთავარი მეცნიერი თანამშრომელზე ადგენს დასკვნას. კომისია აკადემიური საბჭოს წინაშე და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომლის დარჩენაზე ან   დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. 
4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით და განსახილველად გადასცემს აკადემიურ საბჭოს. 
5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
 
მუხლი 354. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები  
1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმებისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესის  უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე)  ატესტაციის პირობების დაუკმაყოფილებლობა; 
ვ) 65 წლის ასაკის მიღწევა; 
ზ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის გაუქმება;
თ) სახელმწიფო საბიუჯეტო მიზნობრივი (მათ შორის, პროგრამული)  დაფინანსების შეწყვეტა; 
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
 
მუხლი 355. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები  
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით,  უნივერსიტეტში მოქმედი წესების, ფაკულტეტის/სკოლისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტში მოქმედი  წესებით, ფაკულტეტის/სკოლისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
4. სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლება უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის, ფაკულტეტის/სკოლის და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ. 
5. სამეცნიერო პერსონალს სხვა  უმაღლეს საგანამანათლებლო,  სამეცნიერო, კვლევით დაწესებულებაში  არ შეუძლია დაიკავოს აკადემიური, ადმინისტრაციული, სამეცნიერო ან მკვლევრის თანამდებობა. 
6. უნივერსიტეტის ფარგლებში  აკადემიური და სამეცნიერი პერსონალის თანამდებობის შეთავსების წესი მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.“;
 
30. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები,  დეკანი, დეკანის მოადგილეები,  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და მისი მოადგილეები,  უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები  და მათი მოადგილეები.“;
31. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 37. ადმინისტრაციული და სხვა თანამდებობიდან გათავისუფლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის/დამხმარე პერსონალის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის შემთხვევაში; 
ვ) საპენსიო ასაკის მიღწევა დამხმარე პერსონალის შემთხვევაში; 
ზ) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
თ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
ი) შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და საუნივერსიტეტო წესების  დარღვევა;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.“;
 
32. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8.  პირს შესაძლოა უნივერსიტეტში ერთდროულად ეკავოს როგორც აკადემიური, ასევე სამეცნიერო თანამდებობა.“;
 
33. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სტუმარი პროფესორის ლექციები უნდა შედიოდეს ფაკულტეტის/სკოლის სასწავლო გეგმაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სტუმარი პროფესორის ანაზღაურება ხდება ფაკულტეტის/სკოლის ან/და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. თუ ფაკულტეტი/სკოლა წლის ბოლომდე ვერ აითვისებს სტუმარი პროფესორებისათვის განსაზღვრულ თანხებს, აუთვისებელი თანხა ბრუნდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.“;
 
34. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 42. მოწვეული სპეციალისტი 
1.  ფაკულტეტი/სკოლა უფლებამოსილია, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.
2.  სპეციალისტის მოწვევა ხდება ფაკულტეტის/სკოლის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, რომელსაც  განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს რექტორი,  თუ  მოთხოვნა  არ სცდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში ამ მიზნით გამოყოფილ ასიგნებებს,  არ ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მიზნებს და ძირითად პრინციპებს და მოსაწვევი პირი აკმაყოფილებს მოთხოვნილ კვალიფიკაციას.“;
 
35. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან/სკოლებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“;
 
36. 48-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
 
37. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი, აკადემიური და ფაკულტეტების/სკოლების  საბჭოების თანხმობის შემთხვევაში.“;
 
38. VII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:
                                             ,,თავი VIII. გარდამავალი დებულებანი
 
მუხლი 52. გარდამავალი დებულებანი
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N105-Iს) ამოქმედების დროისთვის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობის მქონე პირი ჩაითვალოს ამ წესდებით დადგენილი წესით არჩეულად მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, თუ მათი არჩევის კრიტერიუმები შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ კრიტერიუმებს.
2.  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N105-Iს) ამოქმედებიდან უნივერსიტეტის უვადოდ არჩეულ პროფესორებზე გავრცელდეს ამ წესდების 331 მუხლით  გათვალისწინებული ატესტაციის წესი და 5-წლიანი ვადის ათვლა დაიწყოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N105-Iს) ამოქმედებიდან.“.
 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი