საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს მთავრობასა და იაპონიის „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს“ შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს 1998 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს“ შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი).

2. ერთი თვის ვადაში გაფორმდეს საკრედიტო ხელშეკრულებები იაპონიის „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და მომსახურე ბანკს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მომსახურე ბანკს შორის.

3. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული კრედიტი აისახოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და მასზე გავრცელდეს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ამ საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად შემუშავებული პროგრამები აისახოს ქვეყნის ერთიანი ინდიკატური გეგმის სისტემაში.

5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ზემოაღნიშნული პროგრამები შეუთანხმოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                      ზ. ჟვანია

თბილისი,

1998 წლის 15 მაისი.

№1387–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის (ენერგეტიკის აღდგენის პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/39166/