📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2017
ძალის დაკარგვა 29.11.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,057 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2017 მიღება
29.11.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2017 წლის 14 დეკემბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ,ბ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 010260020.35.171.016010); ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/09/2014, 010260020.35.113.016175)მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ  – „სამსახური“) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურს  აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. 3. სამსახურის საშტატო ნუსხა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. 4. სამსახურის  ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება. 2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. თავი II სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა  და სტრუქტურული ქვედანაყოფები - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ქონების მართვის განყოფილება; ბ) საინვესტიციო განყოფილება; გ) შრომითი ბაზრის კვლევის და განვითარების განყოფილება; დ) სოფლის მეურნეობის განვითრების განყოფილება; ე) ტურიზმის განვითარების განყოფილება. თავი III სამსახურის ძირითადი ფუნქციები მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; ბ) ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაცია; გ) სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის და აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა; დ) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების გაანალიზება; ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვა; ზ) მუნიციპალიტეტის ქონების ეფექტიანად მართვის და განკარგვის შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება; თ) დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ი) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ; კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების, მართვის შესახებ წინადადებების მომზადება; ლ) დასაქმების ხელშეწყობის პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება  და განხორციელება; მ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ნ) ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და წინადადებების მომზადებას მისი გაუმჯობესების თაობაზე; ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. თავი IV სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების 21-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სამსახურის ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების  სარეგისტრაციოდ წარდგენას; ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ წინადადებებს; გ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას; დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის საინვესტიციო განყოფილება 1.სამსახურის საინვესტიციო განყოფილება უზრუნველყოფს: ა) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ბ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; დ) მუნიციპალური პროექტების კერძო  ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. შრომითი ბაზრის კვლევის და განვითარების განყოფილების ფუნქციები 1. შრომითი ბაზრის კვლევის და განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მოსახლეობის შრომითი  მოწყობის  და  უმუშევართა  დახმარების  მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას; ბ) ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; გ) შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამის წინადადებათა მომზადებას; დ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. სოფლის მეურნეობის განვითრების  განყოფილების ფუნქციები 1.სოფლის მეურნეობის განვითრების   განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას; ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში ქმედითი საინოვაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; გ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას; დ) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას; ე) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ახალი ინოვაციებით გაშენებული სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული  ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას; ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს; თ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენას, გამოცემას და გავრცელებას; ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. ტურიზმის განვითრების  განყოფილების ფუნქციები 1. ტურიზმის განვითრების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ტურიზმის განვითარების  პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოტენციალის ჯეროვან გამოყენებასა და განვითარებას; დ) ტურისტული ღირსშესანიშნაობების,  ბუნებრივი, კულტურული და ისეთ სპეციალური ობიექტების პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს სათავგადასავლო, აგრარულ, ფერმერულ და ეკოტურიზმის შემდგომ განვითარებას. მუხლი 11🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. თავი V სხვა დებულებები მუხლი 12🔗. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.