საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე

მიღების თარიღი 15.05.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1386
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
matsne.gov.ge 502 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე  საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ანგარიში საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ. 2. აღინიშნოს „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების ნაწილში საქართველოს მთავრობის არასაკმარისი საქმიანობა. 3. ხაზგასმით აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ თავის საქმიანობაში სრულად არ გაითვალისწინა საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მის ანგარიშთან დაკავშირებული რიგი შენიშვნებისა და წინადადებებისა და არ იხელმძღვანელა საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 10 ივნისის დადგენილებით „საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით“. 4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს: ა) განიხილოს იმ სამინისტროების საქმიანობა, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით შედგენილი საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება; ბ) გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა სამინისტროებმა და სხვა უწყებებმა აღმოფხვრან თავიანთ მუშაობაში არსებული ნაკლოვანებები, რომლებიც მითითებულია საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებაში; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომავალში არ დაუშვას სახელმწიფო ბიუჯეტის დაცული მუხლების დაფინანსებაში ჩამორჩენა და ამ მუხლების დაუფინანსებლობა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეზღუდოს ე.წ. „ჩათვლების“ პრაქტიკა და შეიმუშაოს წინადადებები ასეთი ფინანსური ოპერაციების საკანონმდებლო ბაზაში მოქცევისათვის; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო სესხებისა და საგადასახადო დავალიანებების ამოღებისას სრულად გამოიყენოს გაკოტრების მექანიზმი. 5. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 1998 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებიდან და საქართველოს პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებიდან გამომდინარე, საკომიტეტო მოსმენების ჩატარება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ სტრუქტურების მონაწილეობით, რომელთა მიზეზითაც დაირღვა და/ან არ შესრულდა საქართველოს კანონი „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“. 6. საქართველოს პარლამენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ჩატარებული მოსმენების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს 1998 წლის 1 სექტემბრამდე დამატებით წარუდგინოს სარეკომენდაციო წერილი. 7. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, შეისწავლოს: ა) „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნების შესრულების საკითხი; ბ) 1997 წლის ე.წ. „ჩათვლების უარყოფითი შედეგები; გ) სახელმწიფო ხაზინის მუშაობა; დ) საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაცული მუხლების დაფინანსებაში არსებული ჩამორჩენისა და სეკვესტრის მექანიზმის გამოუყენებლობის მიზეზები. 8. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, მოამზადოს კანონპროექტი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, საბიუჯეტო პროცესის, მათ შორის, ამ პროცესის ვადების ოპტიმიზაციის მიზნით. 9. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                                  ზ. ჟვანია თბილისი, 1998 წლის 15 მაისი. N1386–II ს