„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.140.016297
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2017 წლის 15 დეკემბერი

დაბა ასპინძა

„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 ნოემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/11/2015; ს/კოდი: 010250050.35.140.016182) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1

დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერისა და ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2

დამტკიცდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების   მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი.“.
მუხლი 4
დადგენილების დანართი  №1-ით  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
1. პირველი  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო  შეხვედრები  მოაწყონ  და წარუდგინონ  მათ  ანგარიში  გაწეული  მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ამომრჩევლის წინასწარ ინფორმირება

მუნიციპალიტეტის მერისა  და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო  შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 7 (შვიდი) დღით  ადრე მაინც, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ   საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.aspindza.gov.ge) ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.“.

4მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  მუნიციპალიტეტის  მერის  საჯარო  შეხვედრების  ტექნიკურ  ორგანიზებას  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.

2. მუნიციპალიტეტის    საკრებულოს   წევრის   ამომრჩეველთან   საჯარო   შეხვედრების  ტექნიკურ ორგანიზებას    უზრუნველყოფს    მუნიციპალიტეტის    საკრებულოს    აპარატი,    მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებით.

3. საჯარო შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში,  ან  შესაბამის ტერიტორიულ  ერთეულში,  რასაც  ურთიერთშეთანხმებით  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“.

 5მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრების  დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს.“.

6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ამომრჩეველს  უფლება  აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ანგარიშების საჯარო განხილვას.“.

7მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. საჯარო შეხვედრის ანგარიშის გამოქვეყნება

მუნიციპალიტეტის  მერის  და  საკრებულოს  წევრების  მიერ  წარდგენილი  ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.aspindza.gov.ge), კანონით დადგენილ ვადაში.“.

მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
                                                                                                               „დანართ №2

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა

მუნიციპლიტეტის მერი    ------------------------------------------

საანგარიშო პერიოდი - 20  --- წლის --------დან 20 ------- მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ----------------------------------------

1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

1. მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

2. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში  განახორციელა შემდეგი საქმიანობა

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

3. მუნიციპალიტეტის მერმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

4. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი  საქმიანობა

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიციირებული საკითხები

-------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

ინიციირებული საკითხებიდან მიღებული იქნა -------- დადგენილება, --------- განკარგულება.

8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა.

-------------------------------------------------------------------------------------------------

9. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმების რაოდენობა

-------------------------------------------------------------------------------------------------

10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ------------- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ---------

-------------------------------------

11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი საკითხები)

------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------

2. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

--------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი      ------------------------

წარდგენის თარიღი -----------------------

ხელის მოწერა             -----------------------.“.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე