„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№547
სარეგისტრაციო კოდი
010340000.10.003.020258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №547

2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 010340000.10.003.018030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამაში:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: 

„ი) საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებაზე ასევე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი/ კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი/ კურსდამთავრებული.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საჯარო დაწესებულებამ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სავალდებულო კვოტის ფარგლებში უნდა განსაზღვროს ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორთა რაოდენობა,  გარდა იმ შემთხვევისა, როცა  საჯარო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ს შეადგენს ერთი დასაქმებული.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) ბიუროს მიერ ხდება საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული სტაჟირების ვაკანსიების განთავსება, გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა ვაკანსიებისა.  ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორობის კანდიდატი პროგრამულად ირჩევს მხოლოდ ერთ ვაკანსიას. არჩეული ვაკანსიის შეცვლა დაუშვებელია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ არჩეულ ვაკანსიაზე წვდომა არ აქვს სტაჟიორობის სხვა კანდიდატს.“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. სტაჟირების გავლის სპეციალური წესი

1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში − აპარატი) ბიუროსგან იღებს ინფორმაციას საჯარო დაწესებულებებში ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა კვოტის შესახებ.

2. აპარატი ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა  კვოტის შესაბამისად აქვეყნებს ვაკანსიას ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

3. საჯარო დაწესებულებაში ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორად პირი მიიღება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე განაცხადის რეგისტრაციისა და სტაჟირების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების მეშვეობით.

4. განაცხადების გადარჩევას ახორციელებს სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის იმ საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, სადაც სტაჟირება უნდა გაიაროს შერჩეულმა კანდიდატმა.

5. ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირებით დაინტერესებული კანდიდატებიდან გასაუბრებაზე მიწვეულნი იქნებიან ის კანდიდატები, რომელთა სამოტივაციო წერილებში ნათლად და არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული სტაჟირების გავლის მოტივაცია. ამ პროგრამის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორების განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხდება სტაჟირების საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სტაჟირების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

6. საკონკურსო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ბიუროსა და შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი