ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2017
ძალის დაკარგვა 29.11.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.11.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის
და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2017 წლის 14 დეკემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის
და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/09/2014, 010260020.35.113.016173).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახური
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ.№1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) ზედამხედველობის განყოფილება.
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მერიაში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრებისა და მიმართვების განხილვას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კონტროლს გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
თ) კონტროლს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ხმაურის იზოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;
ი) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
კ) ზედამხედველობასა და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვას;
ლ) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მათი საქმიანობის შეჩერებას, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;
მ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლს;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას;
ო) ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებას, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლს;
პ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების 21-ე მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო განყოფილების მოხელეების ფუნქციები შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიაში მომზადებულ საკრებულოს დადგენილების, განკარგულების, მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ დახვეწას და მათ ვიზირებას;
ბ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ან/და შენიშვნებს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
ე) მერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში;
ვ) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციას (სარჩელს, განცხადებას, შუამდგომლობას, შესაგებელს, საჩივარს და ა.შ) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;
ზ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებს ურთიერთობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად;
თ) იხილავს სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით მერიაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს;
ი) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით;
კ) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპოდენციებს, მიმართვებს (წერილებს);
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1.სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
ბ) ზედამხედველობასა და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის დაცვას;
გ) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მათი საქმიანობის შეჩერებას, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;
დ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლს;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას;
ვ) ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებას, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლს;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.