ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2017
ძალის დაკარგვა 29.11.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.11.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2017 წლის 14 დეკემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ,ბ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებსა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/03/2017, 010250020.35.171.016139).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, მ. კოსტავასქ.№1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფები - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) სოციალურ საკითხთა განყოფილება;
ბ) ჯანდაცვის განყოფილება;
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოსახლოების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე შესაბამისი წინადადებების და სტრატეგიების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
გ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების წინადადებების მომზადებას;
დ) მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებული ნაწილის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე წინადადებების მომზადებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების 21-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების 25-ე მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
ბ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების წინადადებების მომზადებას;
გ) შეჭირვებული მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური კვლევების ჩატარებას;
ე) ჰუმანიტარული დახმარებებისა და სახელმწიფო შემწეობების განაწილების უზრუნველყოფას;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მრავალშვილიან ოჯახთა, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ობოლ და უპატრონო ბავშვთა სააღრიცხვო სისტემის შექმნას;
ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობებისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას;
თ) ვეტერანთა მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობას და თანამშრომლობას;
ი) ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნების განხორციელებაზე ზრუნვას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ჯანდაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოსახლოების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე შესაბამისი წინადადებების და სტრატეგიების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;
დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.