საქართველოს 1998 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1427
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998
matsne.gov.ge 656 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს 1998 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს 1998 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განისაზღვროს ქვეყნის მაკროეკონომიკური ამოცანების შესაბამისად; უზრუნველყოფილ იქნეს ინფლაციის წლიური დონის 6%-მდე შემცირება ერთობლივი შიდა პროდუქტის არანაკლებ 10%-ით ზრდის პირობებში, აგრეთვე ფართო ფულის მულტიპლიკატორის ზრდა და ფულის მიმოქცევის ტემპის შემცირება შესაბამისად 0,2 და 1,5 პუნქტებით. 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა: ა) უზრუნველყოს საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების გაზრდა 210 მლნ აშშ დოლარამდე და განახორციელოს მათი მართვა საიმედოობის, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის პრინციპების შესაბამისად; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე გასაცემი კრედიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 102 მლნ ლარით, აღნიშნული კრედიტი გასცეს წლიურად 11%-იანი განაკვეთით; გ) საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მიზნით ხელი შეუწყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ინტერვენციები საკრედიტო რესურსების ბანკთაშორის აუქციონზე, გასცეს ლომბარდული კრედიტები საქართველოს კომერციულ ბანკებზე სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებათა გირავნობით, ფართოდ დანერგოს რეპოოპერაციები, შექმნას პირობები კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახსრებიდან ეროვნულ ბანკში მოსათავსებელი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ნორმის შესამცირებლად; დ) საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების დაზოგვისა და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით შეინარჩუნოს რეგულირებადი მცურავი კურსის რეჟიმი, შიდა სავალუტო ბაზარზე განახორციელოს ინტერვენციები ინფლაციის კონტროლისა და ლარის მნიშვნელოვანი საკურსო რყევების თავიდან აცილების მიზნით; ე) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად მიიღოს დამატებითი ზომები ქვეყნის ტერიტორიაზე ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად დასამკვიდრებლად; ვ) ბანკებს გარეთ არსებული ფულის საბანკო არხებში მოქცევის მიზნით განახორციელოს ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციისა და რუბლიზაციის დონის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, ხელი შეუწყოს სადებეტო ბარათების დანერგვას; გაატაროს ქმედითი ღონისძიებები საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისა და კაპიტალიზაციის დონის ამაღლების მიზნით და მეანაბრეთა ინტერესების დასაცავად; კომერციული ბანკებისათვის შემოიღოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტვების მაჩვენებელი, შეამციროს მათ ინსაიდერებზე გასაცემი სესხების ზღვრული ოდენობა; უზრუნველყოს 10 უმსხვილესი კომერციული ბანკის ფინანსური მდგრადობის ყოველკვარტალური შემოწმება; ზ) დაიწყოს კომერციულ ბანკებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემების დანერგვა; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს იმ ბანკების ლიკვიდაცია, რომლითაც ლიცენზია ჩამოერთმევათ 1998 წლის პირველ იანვრამდე, ლიკვიდაციის პროცესში მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბანკების, მეანაბრეებისა და სხვა კლიენტების ინტერესები; ი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბანკო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ორგანოებთან ერთად შეიმუშაოს კომერციული ბანკების ფილიალების ქსელის შენარჩუნების მექანიზმები; არ დაუშვას შიდა ემისია საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული პარამეტრების დარღვევით; 1998 წლის 1 ოქტომბრამდე განსაზღვროს არარეზიდენტი კომერციული ბანკების საქართველოში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი წესები და პროცედურები; კ) კომერციული ბანკების მიერ ფინანსური შუამავლის ფუნქციის სრულფასოვნად შესასრულებლად 1998 წლის ბოლომდე დაასრულოს დროის რეალურ რეჟიმში უნაღდო ანგარიშსწორების ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით მყისიერ ანგარიშსწორებას; ლ) გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის, გაკოტრების მექანიზმის გამოყენებით, 1998 წლამდე ეკონომიკურ სუბიექტებზე გაცემული საბანკო გარანტიების საფუძველზე მის მიმართ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარავად; საგარანტიო ოპერაციები განახორციელოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საკრედიტო დაწესებულებების მიმართ მოთხოვნათა მკაცრი დაცვით და არ დაუშვას 1998 წლის განმავლობაში იმპორტის მიზნით ახალი გარანტიების გაცემა. 3. ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საბანკო დაწესებულებათა ლიცენზირების წესების შესახებ; ბ) საბანკო სისტემაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების პრინციპების შესახებ; გ) საბანკო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების შესახებ; დ) დებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებთან დაკავშირებული რეპო-ოპერაციების შესახებ; ე) კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მეთოდური სახელმძღვანელო; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საკრედიტო დაწესებულებებისათვის საბუღალტრო აღრიცხვის პროცედურების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზ. ჟვანია თბილისი, 1998 წლის 12 ივნისი №1427 –IIს