ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს სასამართლოში არსებული საქმეებიდან ინფორმაციის მიწოდებას. აგრეთვე, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 94 განცხადება, მათ შორის:
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - 13
2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - 4
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - 2
4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - 2
5. ააიპ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’ - 2
6. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - 2
7. სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტი - 1
8. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო - 1
9. სახალხო დამცველის აპარატი - 1
10. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია – 1
11. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა -1
12. OSCE/ODIHR არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია - 1
13. შპს ,,გაზეთი ბათუმელები’’ – 1
14. სსიპ იუსტიციის სახლი - 1
15. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - 1
16. ადვოკატი - 29
17. მოქალაქე - 31
შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 82 მოთხოვნა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 3 მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა - 9.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იყო ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის დამუშავებას და შენახვას სასამართლო არ აწარმოებს, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, არც ევალება ამგვარი ინფორმაციის დამუშავება-შენახვა. ასევე, მოთხოვნილი იყო ისეთი პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, რომლის დამუშავებისთვისაც საჭიროა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი თქმის სამართლებრივი საფუძვლები ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ”.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხები მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ინტერნეტ-ვებ-გვერდის www.kutaisi appeal.court.gov.ge საინფორმაციო მომსახურებით.
სასამართლოში არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.
სასამართლოში არ გასაჩივრებულა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
ქეთევან აწყურელი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი