სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში

 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულია 40 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდა 37. ერთი განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ცენტრში არ იყო დაცული, რის თაობაზეც ეცნობა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს, ორ განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.

 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ცენტრის იურისტი - ირმა ოქროპირიძე .

 პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 2017 წლის განმავლობაში, ცენტრში არ შემოსულა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემის, ან მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე. ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ხარჯები არ გაწეულა.

 სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი