სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში
2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულია 40 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდა 37. ერთი განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ცენტრში არ იყო დაცული, რის თაობაზეც ეცნობა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს, ორ განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ცენტრის იურისტი - ირმა ოქროპირიძე .
პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2017 წლის განმავლობაში, ცენტრში არ შემოსულა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემის, ან მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე. ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ხარჯები არ გაწეულა.
სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში“?
- „სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 14.12.2017. მიმღები ორგანო — სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2017 წლის ანგარიში“, №0, 14.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3921045/