სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 49-ე მუხლის შესაბამისად 2017 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 57 განცხადება, რომელთაგან 28 განცხადება შემოსულია ფიზიკური პირებისაგან, ხოლო 29 განცხადება შემოსულია იურიდიული პირებისაგან. ამათგან ყველა განცხადებაზე გაცემულია დადებითი პასუხი.
2017 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროფესიული საჯარო მოხელეთა მიმართ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს დარღვევისა და საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია